არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, კატარსა და ქუვეითში აფეთქებების ხმა ისმის, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კატარმა, ქუვეითმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საჰაერო სივრცეები დახურეს.
ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, ირანი ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე საპასუხო დარტყმებს ახორციელებს.
ირანული საინფორმაციო სააგენტო Fars-ის ინფორმაციით, ირანმა ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ბაზისკენ რაკეტები გაუშვა.
კატარის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ირანის მიერ გაშვებული ყველა რაკეტა ჩამოაგდეს.