The Guardian - არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, კატარსა და ქუვეითში აფეთქებების ხმა ისმის

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, კატარსა და ქუვეითში აფეთქებების ხმა ისმის, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კატარმა, ქუვეითმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საჰაერო სივრცეები დახურეს.

ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, ირანი ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე საპასუხო დარტყმებს ახორციელებს.

ირანული საინფორმაციო სააგენტო Fars-ის ინფორმაციით, ირანმა ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ბაზისკენ რაკეტები გაუშვა.

კატარის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ირანის მიერ გაშვებული ყველა რაკეტა ჩამოაგდეს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა