ირანის სამხრეთით მდებარე ქალაქ მინაბში, გოგონათა სკოლაზე აშშ-ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპული მოსწავლეების რიცხვი სულ მცირე 108-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ СNN ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს.
მათი ინფორმაციით, ადგილობრივმა გუბერნატორმა კვირა, სახალხო გლოვის დღედ გამოაცხადა.
გარდა ამისა, გამოცემა ისლამური რესპუბლიკის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოზე (IRNA) დაყრდნობით აღნიშნავს, რომ სამხრეთ პროვინცია ლამერდში კიდევ ერთი თავდასხმის დროს, აშშ-სა და ისრაელის მიერ სპორტულ კომპლექსსა და საცხოვრებელ უბნებზე განხორციელებული დარტყმების შედეგად, სულ მცირე 18 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 100 ადამიანი დაშავდა.