CNN - სამხრეთ ირანში მდებარე სკოლაში დაღუპულთა რაოდენობა 108-მდე გაიზარდა

ირანის სამხრეთით მდებარე ქალაქ მინაბში, გოგონათა სკოლაზე აშშ-ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპული მოსწავლეების რიცხვი სულ მცირე 108-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ СNN-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს.

მათი ინფორმაციით, ადგილობრივმა გუბერნატორმა კვირა, სახალხო გლოვის დღედ გამოაცხადა.

გარდა ამისა, გამოცემა ისლამური რესპუბლიკის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტოზე (IRNA) დაყრდნობით აღნიშნავს, რომ სამხრეთ პროვინცია ლამერდში კიდევ ერთი თავდასხმის დროს, აშშ-სა და ისრაელის მიერ სპორტულ კომპლექსსა და საცხოვრებელ უბნებზე განხორციელებული დარტყმების შედეგად, სულ მცირე 18 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 100 ადამიანი დაშავდა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა