დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტრარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ირანის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს „განურჩეველს და არაპროპორციულს“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ „ზომებს მიიღებენ“ თავიანთი ეროვნული ინტერესებისა და რეგიონში მოკავშირეების ინტერესების დასაცავად.
ამასთან, აღინიშნება, რომ ისინი „შეძრწუნებულები“ არიან ირანის მიერ მოკავშირეებზე „უგუნური“ თავდასხმებით.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ნაბიჯები პოტენციურად შეიძლება მოიცავდეს ირანის რაკეტებისა და დრონების განადგურების მიზნით აუცილებელი და პროპორციული თავდაცვითი ზომების მიღებას.
„ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს ჩვენი და რეგიონში ჩვენი მოკავშირეების ინტერესების დასაცავად, პოტენციურად აუცილებელი და პროპორციული თავდაცვითი ქმედებების განხორციელების გზით", - ნათქვამია ლიდერების განცხადებაში, რომელსაც ციტირებს theguardian-ი.
ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ამის მისაღწევად აშშ-სთან და რეგიონში სხვა მოკავშირეებთან ითანამშრომლებენ.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ საკითხზე ვითანამშრომლებთ აშშ-სთან და რეგიონში მოკავშირეებთან“, - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.