ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები ერთობლივ განცხადებაში ირანის სარაკეტო თავდასხმებს „არაპროპორციულს“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ „ზომებს მიიღებენ“ ეროვნული და მოკავშირეების ინტერესების დასაცავად

დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტრარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ირანის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს „განურჩეველს და არაპროპორციულს“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ „ზომებს მიიღებენ“ თავიანთი ეროვნული ინტერესებისა და რეგიონში მოკავშირეების ინტერესების დასაცავად.

ამასთან, აღინიშნება, რომ ისინი „შეძრწუნებულები“ ​​არიან ირანის მიერ მოკავშირეებზე „უგუნური“ თავდასხმებით.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ნაბიჯები პოტენციურად შეიძლება მოიცავდეს ირანის რაკეტებისა და დრონების განადგურების მიზნით აუცილებელი და პროპორციული თავდაცვითი ზომების მიღებას.

„ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს ჩვენი და რეგიონში ჩვენი მოკავშირეების ინტერესების დასაცავად, პოტენციურად აუცილებელი და პროპორციული თავდაცვითი ქმედებების განხორციელების გზით", - ნათქვამია ლიდერების განცხადებაში, რომელსაც ციტირებს theguardian-ი.

ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ამის მისაღწევად აშშ-სთან და რეგიონში სხვა მოკავშირეებთან ითანამშრომლებენ.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ საკითხზე ვითანამშრომლებთ აშშ-სთან და რეგიონში მოკავშირეებთან“, - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში