ბაჩო ახალაიას საქმის პროკურორის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურატურა მიმოიხილავს იმ მტკიცებულებებს, რაზე დაყრდნობითაც ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქმის პროკურორის თამარ ბეჟუაშვილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურატურა მიმოიხილავს იმ მტკიცებულებებს, რაზე დაყრდნობითაც ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

როგორც პროკურორმა სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს სისხლის სამართლის საქმის მასალების ათეულობით ტომი, „რომელიც გაჯერებულია მტკიცებულებებით“.

„ბაჩანა ახალაიას მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარე დღეს სასამართლოს მოახსენებს შესაბამის სიტყვას. მიმოვიხილავთ იმ მტკიცებულებებს, რომელზე დაყრდნობითაც ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. დღეს პირველი არსებითი სხდომა არის. შესავალ სიტყვას იტყვის ბრალდების მხარე. რაც შეეხება უშუალოდ მტკიცებულებებს, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს სისხლის სამართლის საქმის მასალების ათეულობით ტომი, რომელიც გაჯერებულია მტკიცებულებებით, რომელთა გამოკვლევასაც ბრალდების მხარე სასამართლო სხდომაზე მოახდენს. სისხლის სამართლის პროცესის მიზნებიდან გამომდინარე, სხდომა დახურული იქნება. ბრალდების მხარის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის უცვლელი-ვიშუამდგომლებთ პროცესის დახურულ რეჟიმში გაგრძელებას“,-განაცხადა თამარ ბეჟუაშვილმა.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. თავდაცვის ყოფილი მინისტრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის მოვლენების მთავარი ორგანიზატორი საქართველოში ბაჩო ახალაია იყო. სუს-ში განმარტეს, რომ მოვლენებს ის ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და კომუნიკაცია ჰქონდა ორგანიზებაში ბრალდებულ უკვე დაკავებულ პოლიტიკოსებთან. სუს-ის თანახმად, 28 სექტემბრის 21:00 საათიდან მათ დაკავებამდე, შედგა არაერთი სატელეფონო ინტერნეტკომუნიკაცია ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით - ჯამში ფიქსირდება 343 შემდგარი ინტერნეტსესია, მათ შორის მურთაზ ზოდელავასთან 157-ჯერ, პაატა ბურჭულაძესთან 110-ჯერ, პაატა მანჯგალაძესთან 29-ჯერ, ლაშა ბერიძესთან 26-ჯერ, ირაკლი ნადირაძესთან 21-ჯერ. სუს-ის ინფორმაციით, 4 ოქტომბერს ბოლო კავშირი მურთაზ ზოდელავას ანა ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებულ IP მისამართზე განხორციელებული აქვს "პაატა ბურჭულაძის ძალადობრივი მოწოდებებით გამოსვლამდე" 9 წუთით ადრე, რაც შესაბამისი დასკვნის გამოტანის მყარ საფუძველს იძლევა.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026