„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, კომპანია ვაკის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ატარებს, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება.

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, წყალმომარაგება 4 მარტს 11:00 საათიდან 22:00 საათამდე შეიზღუდება.

„4 მარტს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ვაკის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩა N13-თან წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 4 მარტის 11:00 საათიდან 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონი: ფერმწერთა ქუჩას ჩიხებით და შესახვევებით, თვალჭრელიძის, ბანძელაძის, ზაალიშვილის, ტაბიძის, ბიწაძის, კვაჭაძის, კედარის, გაბუნიების, კაპანელის, ვარაზის და მიმდებარე ქუჩებს. ნუცუბიძის მე-2 და მე-4 მიკრორაიონების ნაწილს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026