კვიპროსის მთავრობა ლარნაკას აეროპორტის თავზე საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

ლარნაკას აეროპორტის თავზე საჰაერო სივრცე ჩაკეტილია, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters კვიპროსის ხელისუფლებაში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დღეს დილით კვიპროსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიბანთან ახლოს ცაში „შესაძლო საეჭვო ობიექტი“ გამოჩნდა.

„უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ყველა შესაბამისი ზომა იქნა მიღებული კომპეტენტური ორგანოების მხრიდან ინციდენტის გამოსაძიებლად“, - განაცხადა ხელისუფლების წარმომადგენელმა.

თავის მხრივ, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომ კვიპროსის ლარნაკას აეროპორტის თავზე საჰაერო სივრცე დაიკეტა, კვიპროსის მთავრობამ განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება. მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ორ რეისს „მოეთხოვა მოკლე დროით გაჩერება“ მას შემდეგ, რაც „შესაძლო საეჭვო ობიექტი“ შენიშნეს.

„ორი რეისიდან ერთ-ერთის კაპიტანმა ათენში დაბრუნება გადაწყვიტა, ხოლო მეორე რეისი მალევე ნორმალურად დაეშვა. საჰაერო სივრცე ჩვეულებრივად აგრძელებს ფუნქციონირებას“, - აღნიშნა პრესსპიკერმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს