პარლამენტმა მხარი დაუჭირა და მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონის პროექტი, რომლითაც „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირის არაუმეტეს ორჯერ დანიშვნის შეზღუდვა უქმდება.
პარლამენტის გადაწყვეტილებით, გაუქმდა „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონის ნორმა, რომლის მიხედვით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი არ შეიძლება ორზე მეტი ვადით დაინიშნოს.
შესაბამისად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირის ორზე მეტი ვადით დანიშვნა შესაძლებელი იქნება.
საკანონმდებლო ცვლილებები „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს.