პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლითაც „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირის არაუმეტეს ორჯერ დანიშვნის შეზღუდვა უქმდება

პარლამენტმა მხარი დაუჭირა და მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონის პროექტი, რომლითაც „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირის არაუმეტეს ორჯერ დანიშვნის შეზღუდვა უქმდება.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, გაუქმდა „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონის ნორმა, რომლის მიხედვით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი არ შეიძლება ორზე მეტი ვადით დაინიშნოს.

შესაბამისად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირის ორზე მეტი ვადით დანიშვნა შესაძლებელი იქნება.

საკანონმდებლო ცვლილებები „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში