ოკუპირებულ აფხაზეთში ჩამოვარდნილი დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს

ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონის ერთ-ერთ სოფელში დრონის ნამსხვრევები იპოვეს, - გამოცემა „ეხოკავკაზას“ ცნობით, ინფორმაცია აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ რუსულ მედიას დაუდასტურა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეჯახებისას დრონმა ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ასევე გავრცელდა ინფორმაცია უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტების ჩამოვარდნის შესახებ გაგრაში, ახალ ათონსა და გულრიფშში, თუმცა ადგილზე გაგზავნილმა მაშველებმა მათი ადგილმდებარეობის დადგენა ვერ შეძლეს და შესაბამისად, ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ მოქალაქეებს მოუწოდა, „შეინარჩუნონ სიმშვიდე და დრონების ჩამოვარდნის ადგილებს ან ჩამოვარდნილი დრონების ფრაგმენტებს აღმოაჩენენ, არ მიუახლოვდნენ, არ შეეხონ მათ და დაუყოვნებლივ აცნობონ“ შესაბამის ორგანოებს.

ინფორმაციის დადასტურებამდე, სოციალურ მედიაში გამოქვეყნდა ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, თუ როგორ მოძრაობენ დრონები აფხაზეთის თავზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს