თანამედროვე ურბანულ გარემოში, სადაც ავტომობილის შერჩევისას მარტივი მანევრირება, ეკონომიურობა და ხელმისაწვდომობა გადამწყვეტია, Hyundai Venue კომპაქტური SUV-ების კატეგორიაში ახალ სტანდარტებს აწესებს.
ეს მოდელი მათთვის შეიქმნა, ვისთვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიურობა და კომპაქტურობა. იგი ორგანულად აერთიანებს თანამედროვე დიზაინს, ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და SUV-სთვის დამახასიათებელ სიმძლავრეს.

Venue-ს ერთ-ერთი მთავარი ძლიერი მხარე მისი ფასია. მოდელი გამოირჩევა ხელმისაწვდომი ფასით და იმ ფუნქციების სიმრავლით, რაც, როგორც წესი, მხოლოდ მაღალი კლასის ავტომობილებში გვხვდება.
ავტომობილის Comfort კომპლექტაციის ღირებულება 16 900$-ს შეადგენს, რაც მას ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე ბიუჯეტურ ახალ ავტომობილად აქცევს.
ავტომობილი იდეალურია ეკონომიური გადაადგილებისთვის. მისი საწვავის მოხმარება 100 კმ-ზე საშუალოდ 5.9-დან 9.5 ლიტრამდე მერყეობს.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი ავტომობილი საკმაოდ კომპაქტურია, ის სალონის სივრცეს ძალიან ეფექტურად ითვისებს. ეს კომბინაცია მას იდეალურს ხდის როგორც ვიწრო ქალაქის ქუჩებში მანევრირებისთვის, ისე ქალაქგარეთ ხანგრძლივი მგზავრობისთვის.
„ჰიუნდაი საქართველოში“ მოდელი სამი განსხვავებული კომპლექტაციითაა წარმოდგენილი: Urban, Comfort და Elegance.
დამატებითი კომფორტი: Elegance მოდელში მომხმარებელს უკაბელო დამტენით სარგებლობაც შეუძლია.
Hyundai Venue ამტკიცებს, რომ ხარისხიანი და მაღალტექნოლოგიური ფუნქციონალის მქონე SUV-ის შეძენა შესაძლებელია გონივრულ და ბიუჯეტურ ფასად.
დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებ ან ფეისბუქ გვერდებს: www.hyundai.ge https://www.facebook.com/hyundai.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: *7799.
(R)