„ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტს" და იუსტიციის სახლს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს უნივერსიტეტის რექტორმა გოჩა თუთბერიძემ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი“ ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ ღონისძიებებს, რომლებიც ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და პროფესიული შესაძლებლობების გაფართოებას შეუწყობს ხელს.
„თანამშრომლობის მთავარი მიზანია უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სასწავლო პრაქტიკის უზრუნველყოფა და მათი პროფესიული განვითარება. ინიციატივა სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, აკადემიური ცოდნა სამუშაო გარემოში განამტკიცონ და სახელმწიფო სერვისების მიწოდების პროცესს უშუალოდ იუსტიციის სახლში გაეცნონ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.