ირანის განცხადებით, სეპარატისტულ ჯგუფებს დაარტყეს, რომლებიც დასავლეთ საზღვრებიდან ქვეყანაში შესვლას აპირებდნენ

ირანის დაზვერვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანამ „სეპარატისტული ჯგუფების“ პოსტებს დაარტყა, რომლებიც დასავლეთ საზღვრებიდან შესვლას აპირებდნენ და რომ მათ დიდი დანაკარგები განიცადეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ საკითხთან დაკავშირებული სამი წყაროს ცნობით, ირანელი ქურთი გასამხედროებული დაჯგუფებები ბოლო დღეებში შეერთებულ შტატებთან კონსულტაციებს აწარმოებენ იმის შესახებ, თუ როგორ და რა ფორმით უნდა დაესხან თავს ირანის უსაფრთხოების ძალებს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში.

წუხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საზღვრისპირა ოპერაცია დაიწყო, თუმცა ირანმა ეს უარყო.

ირანის დაზვერვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანის ძალები „კეთილშობილ ქურთებთან“ თანამშრომლობენ, რათა ჩაშალონ ისრაელ-ამერიკის გეგმა, რომლის მიზანიც ირანის ტერიტორიაზე თავდასხმაა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება