საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ალექსანდრუ ნარტეამ 2026 წლის ერთობლივ სამუშაო გეგმას მოაწერეს ხელი.
ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
მათი ცნობით, დოკუმენტის მიზანია ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში საქართველოს სახალხო დამცველისა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება.