უკრაინული მედია - რუსებმა შავ ზღვაში სამოქალაქო გემს დაარტყეს, არიან დაშავებულები

რუსებმა შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო გემს დაარტყეს, რის შედეგადაც ეკიპაჟის წევრები დაშავდნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის ოლქის გუბერნატორზე ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.

„4 მარტის საღამოს, უპილოტო საფრენმა აპარატმა შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო გემს დაარტყა, როდესაც ის ჩერნომორსკის პორტიდან გადიოდა. გემს სიმინდი გადაჰქონდა. თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის წევრები დაშავდნენ“, - აღნიშნა კიპერმა.

მისი თქმით, დაშავებულებს სათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიეს და განხორციელდა ეკიპაჟის ევაკუაცია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება