ისრაელის მიერ თეირანზე ღამით განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად რაკეტების შესანახი და გაშვების ადგილები განადგურდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ერთ-ერთ მიწისქვეშა ობიექტს, რომელზედაც დარტყმა განხორციელდა, ირანი ბალისტიკური რაკეტების შესანახად იყენებდა. მათივე ინფორმაციით, ასევე დაბომბეს საჰაერო თავდაცვის რაკეტების რამდენიმე სხვა საწყობი და ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობები.