„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“

მსოფლიოში აღიარებული მობილური და ფიქსირებული ინტერნეტ სიჩქარის ტესტირებისა და მონაცემთა ანალიზის კომპანია Ookla-ს მონაცემებით, სილქნეტი საქართველოში 2025 წლის ყველაზე სწრაფი პროვაიდერია ფიქსირებული ინტერნეტის მიმართულებით. Ookla-ს Speedtest ჯილდო კომპანიას 2020 წელსაც გადაეცა.

ამერიკული კომპანია Ookla, სრულყოფილი ანალიტიკური პლატფორმის მეშვეობით აკვირდება მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ინტერნეტ (ფიქსირებული და მობილური) ქსელების ხარისხს, აწარმოებს ინტერნეტ სიჩქარის ტესტირებას სპეციალური აპლიკაციების მეშვეობით. Ookla-ს მომსახურებას იყენებენ სხვადასხვა ქვეყნის პროვაიდერები და მობილური ოპერატორები, ბიზნეს კომპანიები, სამთავრობო ორგანიზაციები და უნივერსიტეტები მთელ მსოფლიოში.

საქართველოში ინტერნეტ ქსელის ტესტირება Ookla-მ გასული წლიდან დაიწყო და 6 თვის განმავლობაში აწარმოებდა ხარისხის, სიჩქარის და სხვა მონაცემებზე დაკვირვებას. Speedtest Awards ეყრდნობა „ჯილდოს პერიოდის“ შედეგებს, რომლის დროსაც გენერირდება მონაცემები შემდგომი გადამუშავებისა და ანალიზის მიზნით.

ნინო კანკია - კომპანია სილქნეტის ტექნიკური დირექტორი:

„განსაკუთრებით საამაყოა Ookla Speedtest Awards-ის კიდევ ერთი ჯილდო, რაც ღირსეულად აგრძელებს სილქნეტის ისტორიას. მოხარულები ვართ, რომ ბოლო პერიოდის ინტენსიურმა მუშაობამ და სტრატეგიულმა ინვესტიციებმა შედეგად სილქნეტის ქსელის უპირატესობები გამოავლინა - ხარისხისა და სისწრაფის კუთხით. ამის დასტურია მსოფლიოში ცნობილი ანალიტიკური ბრენდის Ookla-ს მიერ გაცემული ეს ჯილდოც. ჩვენი მიზანია, ვიყოთ მომხმარებლისთვის საუკეთესო არჩევანი. მობილური მიმართულებით მიმდინარეობს 5G ქსელის მასშტაბური გაფართოება, ხოლო ჩვენი ფიქსირებული ქსელი კვლავაც ყველაზე სწრაფი და საიმედოა საქართველოში.“

სტეფან ბაი Ookla-ს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი (ზიფ დევისის განყოფილება):

„სილქნეტის“ მიერ 2025 წლის ყველაზე სწრაფი ინტერნეტისთვის Speedtest Award-ის მოგება, ხაზს უსვამს კომპანიის უმაღლესი ხარისხის მიმართ ერთგულებას, რაც მას საქართველოს ინტერნეტ-პროვაიდერებს შორის წინა ხაზზე აყენებს. ვაფასებთ ამ კომპანიის ერთგულებას ბაზარზე ინდუსტრიის წამყვანი სერვისის უზრუნველყოფისადმი და ვულოცავთ ამ გამორჩეულ მიღწევას“.

კომპანია „სილქნეტს“ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიაში გამორჩეული ადგილი უჭირავს. ქვეყნის მასშტაბით ემსახურება ფიზიკურ და იურიდიულ პირ აბონენტებს მობილური და ფიქსირებული სერვისებით - ინტერნეტი, ტელევიზია, ციფრული აპლიკაციები. ასევე გააჩნია მძლავრი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა თბილისსა და რეგიონებში.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება