დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი საერთაშორისო პროექტში ექსპერტ-შემფასებლად მიიწვია

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეტამეცნიერების განყოფილებამ და სასექსის უნივერსიტეტმა, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის დირექტორი - ლელა გოგინავა, საერთაშორისო პროექტში ექსპერტ-შემფასებლად მიიწვია.

ამის შესახებ ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტი - Metascience Novelty Indicators Challenge - მიზნად მეცნიერების განვითარების ახალი ინდიკატორების შემუშავებასა და სამეცნიერო პუბლიკაციებში სიახლეების შეფასების გლობალური რეპოზიტორიუმის შექმნას ისახავს, კვლევის შედეგები კი საერთაშორისო სამეცნიერო პოლიტიკის ფორმირებასა და კვლევების შეფასების ახალ სტანდარტებს დაედება საფუძვლად.

„ლელა გოგინავა ექსპერტ-შემფასებლად შეირჩა მისი სამეცნიერო ნაშრომის -Professional development in Georgian regional secondary schools: Insights from teachers’ perspective - საერთაშორისო რეზონანსისა და მაღალი აკადემიური ხარისხის საფუძველზე. სისტემამ ქართველი მკვლევრის ნაშრომი დარგის წამყვან პუბლიკაციებთან ფასეულ ექსპერტულ წყვილად (Expert Match) მიიჩნია.

აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა მნიშვნელოვანია როგორც მკვლევრის აღიარების, ისე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციისთვის. იგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევები აღიარებულია საერთაშორისო დონეზე და გავლენას ახდენს თანამედროვე საგანმანათლებლო პოლიტიკის ფორმირების პროცესზე.

სასექსის უნივერსიტეტის მეცნიერების პოლიტიკის კვლევითი განყოფილება (SPRU) ამ მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერად ითვლება და მათ პროექტებში ქართველი მეცნიერების ჩართვა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება