დავით ალავიძე - ე.წ. ქეშბექი თუ არ იქნება, არ იქნება ღრმა ფასდაკლებები, ღრმა ფასდაკლებები თუ არ იქნება, საშუალო გასაყიდი ფასი გაიზრდება

ე.წ. ქეშბექი თუ არ იქნება, არ იქნება ღრმა ფასდაკლებები. ღრმა ფასდაკლებები თუ არ იქნება, საშუალო გასაყიდი ფასი გაიზრდება, - ამის შესახებ ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანიის წარმომადგენელმა, დავით ალავიძემ ფასების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მისი კომპანიის პროდუქტიც 80% იყიდება აქციით.

„ე.წ. „ქეშბექი“ თუ არ იქნება, არ იქნება ღრმა ფასდაკლებები. ღრმა ფასდაკლებები თუ არ იქნება, საშუალო გასაყიდი ფასი გაიზრდება.

ჩვენ რომ ვამბობთ, რომ პროდუქციის 80% იყიდება აქციით, 20% ხომ აქციის გარეშე იყიდება. აქციით თუ რაღაც 12 ლარი ღირს, აქციის გარეშე ღირს 18 ლარი. ყველა ვერსიით გასაშუალოვდება ფასი და მთელი წელი იქნება ან 14, ან 15 ლარი. მაგრამ დავივიწყებთ 18 ლარსაც, დავივიწყებთ 12 ლარსაც. თუ ეს ფასდაკლებები მოიხსნება, საშუალო ფასი აიწევს. რაც შეეხება იმას, დავკარგავთ თუ არა მომხმარებლის ნაწილს, ალბათ ლოიალური მყიდველი დარჩება, რაღაც პროცენტი გადავა სხვა პროდუქტზე. მყიდველის რაღაც კატეგორია ორიენტირებულია ალბათ იმ ფასის სეგმენტზე, რაც იყო მაქსიმალური ფასდაკლების დროს. შესაბამისად მოძებნის იგივე საფასო კატეგორიის ალტერნატივას“, - განაცხადა ალავიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება