კაია კალასი საქართველოში დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე - ამ კანონების მიღება აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა სწორი მიმართულებით არ მიდის

ამ კანონების მიღება უკიდურესად სამწუხაროა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა „ევროსკოპს“ განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას გუშინ, საქართველოს პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის დამტკიცების შესახებ, რომელიც გრანტებთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს.

„ამ კანონების მიღება უკიდურესად სამწუხაროა, და აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა, ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით, სწორი მიმართულებით არ მიდის“, - აღნიშნა კალასმა.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პარლამენტმა გრანტებთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა - დამტკიცებული ცვლილებები მათ შორის ხელისუფლების ლეგიტიმაციის არაღიარებას კრძალავს. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, გრანტების მიღებასთან, ასევე პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული წესები და საკანონმდებლო ნორმები კიდევ უფრო მკაცრდება, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება