მედიის ინფორმაციით, ირანში დაღუპულთა რიცხვი 1200-ს აჭარბებს

ირანში დაღუპულთა რიცხვი 1200-ს აჭარბებს, - ინფორმაციას Sky News-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანული საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, აშშ-ისრაელის მიერ 28 თებერვალს დაწყებული საჰაერო დარტყმების შედეგად 1230 ადამიანი დაიღუპა.

ბოლო ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყების შემდეგ ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე ირანის იერიშის შედეგად ექვსი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

ირანის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად ისრაელში 10 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.

ასევე, კონფლიქტის ესკალაციის ფონზე ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში ათობით ადამიანი დაიღუპა.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის იერიშებს 77 ადამიანი ემსხვერპლა. ერაყის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სულ მცირე, 13 ადამიანია დაღუპული. ბოლო მონაცემებით, ბაჰრეინში - ერთი, ქუვეითში - სამი, ომანში - ერთი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში - სამი, ხოლო სირიაში ოთხი ადამიანი დაიღუპა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება