უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 200 სამხედრო დააბრუნა

200 უკრაინელი ჯარისკაცი რუსეთის ტყვეობიდან სახლში დაბრუნდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში განაცხადა.

„დღეს 200 უკრაინულმა ოჯახმა მიიღო ყველაზე დიდი ხნის ნანატრი ამბავი: მათი საყვარელი ადამიანები სახლში ბრუნდებიან“, - დაწერა ზელენსკიმ.

მისი ინფორმაციით, დაბრუნებულებს შორის არიან მარიუპოლის, დონეცკის, ლუგანსკის და ხარკოვის ოლქების, ასევე ზაპოროჟიეს დამცველები, შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები, სპეციალური სატრანსპორტო სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, სასაზღვრო დაცვის თანამშრომლები და ეროვნული გვარდიის წევრები.

მან მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს ტყვეების გაცვლის განხორციელებაში მხარდაჭერისთვის.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება