ზურაბ ფარჯიანი - ამერიკასაც და ისრაელსაც აქვთ მაქსიმალისტური ამბიციები - ჯერჯერობით ირანის მხრიდან უმისამართო შეტევებია, ისიც კი არ ვიცით რეალურ გადაწყვეტილებებს ვინ იღებს, არაღჩი ჩვეულებრივი სპიკერია

რისი მიღწევაც რუსებს უნდოდათ უკრაინაში, ეს ყველაფერი გამოუვიდათ ამერიკელებს ირანში, - ამის შესახებ ყოფილმა დიპლომატმა, ზურაბ ფარჯიანმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.

ზურაბ ფარჯიანის თქმით, ყველაზე დიდი ზიანი, რაც აშშ-ს მიადგა იყო ის, რომ სამი თვითმფრინავი დაკარგა და ისიც ქუვეითმა „მეგობრული ცეცხლით“ ჩამოაგდო.

„გამოკითხვებს თუ გადავხედავთ, ტრამპს ისედაც არ ჰქონდა მაღალი მოწონების რეიტინგი და ომი კრიტიკას მოუმატებს საკუთარ მხარდამჭერების შიგნით. თუ ერთ კვირაში შეწყდა ყველაფერი, სხვა სურათი გვექნება, ხოლო თუ 2-3 თვე გაგრძელდა, სხვა სურათი გვექნება. დამოკიდებულია იმაზე, ირანის მხრიდან რა პასუხი იქნება. ჯერჯერობით უმისამართო შეტევებია ირანის მხრიდან. ისიც კი არ ვიცით რეალურ გადაწყვეტილებებს ვინ იღებს, არაღჩი ჩვეულებრივი სპიკერია. გადაწყვეტილების მიღების ცენტრი იყო ხამენეი და ის დღეს ცოცხალი აღარ არის. რეჟიმი არ ჩამოუშალა, მაგრამ ფაქტია, დიდი ხანია არ მიმდინარეობს ეს კამპანია. ჯერჯერობით ხდება პირველადი და მეორადი სამიზნეების განადგურება და ეს რამდენ ხანს გასტანს, არ ვიცით. ყველაზე დიდი ზიანი, რაც აშშ-ს მიადგა იყო ის, რომ სამი თვითმფრინავი დაკარგა და ისიც ქუვეითმა ჩამოაგდო მეგობრული ცეცხლით.

მაქსიმალისტური მიზანი იქნება, რომ აიათოლების რეჟიმი მთლიანად მოიშალოს, მთლიანად უარი თქვან ბირთვულ ამბიციებზე, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ის, რაც შენ გინდა, რისი მიღწევაც გინდა ომში და რასაც იღებ, ძალიან განსხვავდება. შენ შეიძლება ერთი რაღაც გინდოდეს, მაგრამ სულ სხვა შედეგი მიიღო. დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკელებსაც და ისრაელსაც აქვთ მაქსიმალისტური ამბიციები, მაგრამ არის მინიმალური ზღვარი, რა შემთხვევაშიც ჩათვლიან, რომ მიზნებს მიაღწიეს“, - განაცხადა ზურაბ ფარჯიანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება