„პუბლიკის“ ინფორმაციით, ჟურნალისტებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო ორ პირს ბრალდება წარედგინა

პროკურატურამ „პუბლიკის“ ჟურნალისტებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო ორ პირს – ლევან ზარდიაშვილსა და საბა მინდიაშვილს, ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „პუბლიკა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბრალის წარდგენა დღეს მოხდა, ხოლო საქმეზე ბრალდებულები დაკავებულები არ არიან.

ინფორმაციისთვის, ინციდენტი 8 სექტემბერს მოხდა. „პუბლიკის“ ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა ლევან ზარდიაშვილმა. იმავე დღეს მოხდა ალექსანდრე ქეშელაშვილთან დაკავშირებული ეპიზოდი. უცნობმა პირმა „პუბლიკის“ ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა და ტელეფონი წაართვა, რომელიც მოგვიანებით დაიბრუნა.

გამოცემის თანახმად, მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან გამასწორებელი სამუშაოთი ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება