დონალდ ტრამპი - ხამენეის შვილი ჩემთვის მიუღებელია - დროს ფუჭად კარგავენ, ირანის ახალი ლიდერის დანიშვნის პროცესში პირადად უნდა ვიყო ჩართული

ირანის ახალი ლიდერის არჩევის პროცესში პირდაპირ უნდა ვიყო ჩართული, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.

დონალდ ტრამპი გამოეხმაურა ცნობებს იმის შესახებ, რომ აიათოლა ალი ხამენეის შემცვლელად მისი შვილი მოჯთაბა ხამენეი განიხილება.

„ხამენეის შვილი ჩემთვის მიუღებელია. ჩვენ ისეთი ვინმე გვსურს, ვინც ირანს ჰარმონიასა და მშვიდობას მოუტანს“, - აცხადებს ტრამპი.

მისი თქმით, ირანის ისეთ ახალ ლიდერს არ მიიღებს, ვინც ხამენეის პოლიტიკას გააგრძელებს, რაც „ხუთ წელიწადში“ აშშ-ს იძულებულს გახდის, რომ ომს დაუბრუნდეს.

„დროს ფუჭად კარგავენ. ხამენეის შვილი უმნიშვნელო ვინმეა. დანიშვნის პროცესში პირადად უნდა ვიყო ჩართული, როგორც ვენესუელაში დელსი როდრიგესის შემთხვევაში“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება