აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - დადგინდა, რომ 4 დრონი ნახიჩევანის მიმართულებით ირანის მიერ იქნა გაშვებული - ველით, რომ შეწყვეტენ უარყოფას, ბოდიშს მოიხდიან და უზრუნველყოფენ, რომ დამნაშავეები დაისაჯონ

ირანმა ნახიჩევანზე თავდასხმა 4 დრონით განახორციელა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებით, ტექნიკური საშუალებების გამოყენების შედეგად დაადგინეს, რომ ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონის მიმართულებით ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მიერ იქნა გაშვებული.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერთი დრონი აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურა.

უწყება აღნიშნავს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მტკიცება, რომ პატივს სცემს ყველა ქვეყნის, განსაკუთრებით მუსლიმური და მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს და უარყოფს აზერბაიჯანზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით დღეს განხორციელებულ თავდასხმებს, არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს მისაღებად.

"ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ ველით, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები შეწყვეტენ აშკარა უარყოფას, ბოდიშს მოიხდიან ინციდენტისთვის და უზრუნველყოფენ, რომ დამნაშავეები დაისაჯონ ირანის შესაბამისი ორგანოების მიერ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე, აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი ირანელ კოლეგას, აბას არაღჩის ესაუბრა.

აბას არაღჩიმ ბაირამოვს განუცხადა, რომ ირანულმა მხარემ ინციდენტის გამოძიება დაიწყო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება