ისტორიკოს, ლაშა ბაქრაძის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ფონზე რეგიონში რისკები იზრდება.
ბაქრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რეგიონში შექმნილმა ვითარებამ ქაოსი გამოიწვია.
ბაქრაძემ ასევე აღნიშნა, რომ რეგიონში მიმდინარე ომები დიდ რესურსს მოითხოვს და ვითარება განსაკუთრებით სახიფათო იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ირანს ატომური იარაღი ექნებოდა.
„მას შემდეგ, რაც ირანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებს დაარტყა, რეგიონში გარკვეული ქაოსის მდგომარეობა შეიქმნა. ბევრ ქვეყანას უწევს იქიდან გამოიყვანოს თავისი მოქალაქეები, გააძლიერონ თავდაცვა. აშშ-სგანაც გარკვეულ რესურსებს ითხოვს, რომ თავის მოკავშირეებში თავდაცვა გააძლიეროს. ის ომი, რომელიც ჩვენს გარშემო მიმდინარეობს, დიდი რესურსს ითხოვს. წარმოიდგინეთ, ირანს ატომური ბომბი, რომ ჰქონოდა ხომ ისროდა?! დიდი საშიშროებაა ჩვენთვისაც. სადმე ახლო-აღმოსავლეთში რომ ესროლა, ჩვენთვის წარმოუდგენლად დიდი უბედურება იქნებოდა. როდესაც განწირულ მდგომარეობაშია ირანის ხელისუფლება, ყველაფერზე წამსვლელები არიან. თუკი გასულ წელს ხელი შეუშალეს, ეს იყო ძალიან დიდი გადადგმული ნაბიჯი“,- განაცხადა ბაქრაძემ.
კითხვაზე, კონფლიქტის გაფართოების შემთხვევაში რა პროცესები შეიძლება განვითარდეს რეგიონში, ბაქრაძემ ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, კერძოდ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე.
მისი თქმით, ამ ნავთობსადენით ისრაელს ნავთობის დაახლოებით 30% მიეწოდება, რაც მას სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს.
ისტორიკოსის შეფასებით, ირანი შესაძლოა დაინტერესებული იყოს ამ მიმართულებით პრობლემების შექმნით, თუმცა აზერბაიჯანზე და თურქეთზე პირდაპირ დარტყმას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს.
„ყველაზე სუსტი რგოლი ამ ხაზზე არის საქართველო, რომელსაც თავდაცვაც არ შეუძლია“, – განაცხადა ბაქრაძემ.
„იმედია, საქართველოში არ გადმოვა, მაგრამ არის საუბარი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე. რადგან აქედან შედის ისრაელში ნავთობის 30%-ი. ამით, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია ირანი, რომ გარკვეული პრობელები შეუქმნას ისრაელს. მე მაინც მეგინა, რომ აზერბაიჯანს და თურქეთს ვერ გაუბედავდა. როგორც ჩანს, ირანში დარჩენილი ხელისუფლება ისეთ ისტერიკაშია, რომ აქეთ-იქით ისვრიან.
პირდაპირ ვერ გაბედავენ აზერბაიჯანზე და თურქეთზე დარტყმას, ამიტომ ყველაზე სუსტი რგოლი ამ ხაზზე - ბაქო-თბილის-ჯეიჰანის არის საქართველო, რომელსაც თავდაცვაც არ შეუძლია“,- განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდოს ქვეყნის უსაფრთხოების შესახებ და განმარტოს, რამდენად მზად არის ქვეყანა შესაძლო საფრთხეებისთვის.
ბაქრაძის განცხადებით, საქართველოში აუცილებელია ელემენტარული თავდაცვითი ინფრასტრუქტურის, მათ შორის თავშესაფრების არსებობა, რათა კრიზისულ სიტუაციებში მოსახლეობა დაცული იყოს.
ამასთან, ბაქრაძემ განაცხადა, რომ რთულია პროგნოზირება, რა პროცესები შეიძლება განვითარდეს თავად ირანში და არსებობს თუ არა დაპირისპირება ქვეყნის მოქმედ ხელისუფლებაში.
„კარგი იქნება, რომ საზოგადოება დაამშვიდონ და თქვან, რომ არაფერი ელით. ამავე დროს საინტერესო იქნება, რომ ვიცოდეთ მოქალაქეებმა რამდენად თავდაცვისუნარიანები ვართ იმ შემთხვევაში, თუ დრონები მოფრინდება. მგონია, რომ არ ვართ მომზადებულები. ელემენტარული თავშესაფრები უნდა არსებობდეს. შეიძლება ისეთი პირობები შეიქმნას, რომ დაგვჭირდეს. ამასთან დაკავშირებით განცხადებები უნდა გაკეთდეს. არ არის საჭირო მაინც და მაინც ირანს თითი ვუქნიოთ. საზოგადოება უნდა იცოდეს რამდენად არის დაცული, რომ ქვეყანაში პანიკა არ ატყდეს.
რთული სათქმელია რა შეიძლება მოხდეს ირანში. შიგნით ირანში რაც ხდება, ეს არის რთული სათქმელი. არ ვიცით არის თუ არა ირანის დღევანდელ მმართველებს შორის დაპირისპირება“,- განაცხადა ბაქრაძემ.