დონალდ ტრამპმა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივნის თანამდებობაზე კრისტი ნოემის ნაცვლად სენატორი მარკუეინ მალინი დანიშნა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შიდა უსაფრთხოების მდივანი, კრისტი ნოემი გაათავისუფლა.
„გაცნობებთ, რომ დიდად პატივცემული სენატორი ოკლაჰომას შტატიდან, მარკუეინ მალინი 2026 წლის 31 მარტიდან აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივნის თანამდებობას დაიკავებს.
კრისტი ნოემი დასავლეთ ნახევარსფეროში უსაფრთხოების ჩვენი ახალი ინიციატივის, ამერიკის ფარის სპეციალური წარმომადგენელი გახდება“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.