აბას არაღჩი - თუ აშშ ირანში სახმელეთო ძალებით შეჭრას გადაწყვეტს, ჩვენ ველით, ეს მათთვის დიდი კატასტროფა იქნება

ირანი ცეცხლის შეწყვეტას არ ითხოვს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

აბას არაღჩის განმარტებით, აშშ-სთან „მოლაპარაკებების ვერანაირ მიზეზს ვერ ხედავს“.

ასევე, მისი თქმით, თუ აშშ ირანში სახმელეთო ძალებით შეჭრას გადაწყვეტს, მაშინ ირანი ამისთვის მზად იქნება.

„ჩვენ მათ ველით. დარწმუნებულები ვართ, რომ შეგვიძლია მათ წინააღმდეგობა გავუწიოთ. ეს მათთვის დიდი კატასტროფა იქნება“, - განაცხადა არაღჩიმ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ „აშშ-მა თავის მთავარ მიზანს ვერ მიაღწია, რაც სწრაფი გამარჯვება იყო“.

„მათ ეს ვერ შეძლეს და ახლა ცდილობენ, გაამართლონ ის, თუ რატომ დაგვესხნენ თავს. უამრავი მიზეზი წარმოადგინეს, მაგრამ არცერთმა იმუშავა“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება