დონალდ ტრამპი ირანში სახმელეთო შეჭრაზე - ეს დროის ფუჭად კარგვაა - მათ დაკარგეს ყველაფერი, რისი დაკარგვაც შეეძლოთ

გვინდა შევიდეთ და ყველაფერი გავწმინდოთ, არ გვინდა ვინმე, ვინც 10 წლის განმავლობაში აღადგენს ქვეყანას. გვინდა, რომ მათ კარგი ლიდერი ჰყავდეთ. გვყავს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც, ვფიქრობ, კარგ საქმეს გააკეთებენ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში ირანზე საუბრისას განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის ნაბიჯებს დგამს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მის სიაში მყოფი ადამიანები ომს ცოცხლები გადაურჩნენ. „დიახ, ჩვენ მათ ვაკვირდებით“, - აღნიშნა ტრამპმა.

ის ასევე გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებას, რომ მისი ქვეყანა მზადაა აშშ-ისრაელის ძალების სახმელეთო შეჭრისთვის. ტრამპის თქმით, ეს „ფუჭად დახარჯული კომენტარია“ და მიანიშნა, რომ შეჭრაზე ამ დროისთვის არ ფიქრობს.

„ეს დროის ფუჭად კარგვაა. მათ ყველაფერი დაკარგეს. მათ დაკარგეს საზღვაო ფლოტი. მათ დაკარგეს ყველაფერი, რისი დაკარგვაც შეეძლოთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ დარტყმების ტემპი და ინტენსივობა გაგრძელდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება