ფინეთის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის კანონმდებლებს შესთავაზა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც სამხედრო აუცილებლობის შემთხვევაში ფინეთის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განლაგების დაშვებას ითვალისწინებს.
კერძოდ, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ფინეთში ბირთვული იარაღის იმპორტი, ტრანსპორტირება, მიწოდება და განლაგება დაშვებული იქნება, თუ ეს დაკავშირებულია ქვეყნის სამხედრო თავდაცვასთან, ნატო-ს კოლექტიურ თავდაცვასთან ან თავდაცვის თანამშრომლობასთან.
მოსალოდნელია, რომ ფინეთის პარლამენტი ცვლილებებს კენჭს უყრის.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ფინეთის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის იმპორტი, ტრანსპორტირება და განლაგება აკრძალულია. ეს კანონი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებამდე მიიღეს.