ლიბერთი აგრძელებს განვითარებას როგორც უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტი. გასული წელი კომპანიისთვის საკმაოდ შედეგიანი იყო — მომხმარებლის თითქმის ყველა სეგმენტმა ისარგებლა ლიბერთის სხვადასხვა პროდუქტით. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ერთ-ერთმა გამორჩეულმა პროდუქტმა, ტოპ ქარდმა, რომელიც უკვე ორი წლის გახდა.
ტოპ ქარდსა და კომპანიის სხვა სასესხო პროდუქტებზე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საქმის“ ეთერში ლიბერთის სასესხო პროდუქტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით სულუაშვილმა ისაუბრა.
ბატონო დავით, გასული წელი ლიბერთისთვის საკმაოდ აქტიური და შედეგიანი იყო სასესხო პროდუქტების მიმართულებით. როგორ შეაფასებდით 2025 წლის შედეგებს და რა ტენდენციები გამოიკვეთა ბაზარზე?
გასული წელი მართლაც შედეგიანი იყო რითეილ საკრედიტო პროდუქტების მიმართულებით. 2025 წელს სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროდუქტებში 33%-იანი პორტფელური ზრდა გვქონდა, რასაც წინ უძღოდა მნიშვნელოვანი სამუშაო როგორც ტექნიკური, ასევე სტრატეგიული მიმართულებით.
განსაკუთრებით აღსანიშნავია იპოთეკური სესხები — ამ მიმართულებით პორტფელი ერთი წლის განმავლობაში 68%-ით გაიზარდა, რაც პრაქტიკულად გაორმაგებას ნიშნავს. ეს შედეგი მივიღეთ მასობრივ სეგმენტზე ფოკუსის გაძლიერებით და ახალი პერსონალური საბანკო მიმართულების — Studio Liberty-ის — გაშვებით. თუ ადრე მაღალშემოსავლიანი მომხმარებლების ნაწილი სხვა ბანკების პრემიუმ სერვისებზე გადადიოდა, დღეს უკვე გვაქვს შესაძლებლობა, არა მხოლოდ შევინარჩუნოთ ჩვენი მომხმარებლები, არამედ სხვა ბანკებიდანაც მოვიზიდოთ ისინი.
ამასთან, ადეკვატური რისკების ფარგლებში გავამარტივეთ დაკრედიტების პროცესი როგორც საქართველოში მცხოვრები, დადასტურებული შემოსავლის მქონე მომხმარებლებისთვის, ასევე ემიგრაციაში მყოფი ქართველებისთვის.
აღსანიშნავია სამშენებლო სექტორთან თანამშრომლობაც. 2024–2025 წლებში, როდესაც ბაზარზე სამშენებლო კომპანიების დაფინანსება გართულდა, ლიბერთიმ კორპორაციული დაკრედიტება არ შეაჩერა და პარტნიორ კომპანიებს მხარდაჭერა გაუწია. შედეგად, სწორედ ამ პროექტებიდან გადმომისამართებულმა მომხმარებლებმა შეადგინეს ახლად გაცემული იპოთეკური სესხების დაახლოებით 30%.
რაც შეეხება ემიგრანტებს, ამ მიმართულებით ბაზარზე გარკვეული სირთულეები არსებობდა და ბევრმა ბანკმა დაკრედიტების პოლიტიკა გაამკაცრა. ჩვენ კი განახლებული დაკრედიტების მექანიზმებით შევძელით მნიშვნელოვანი მოცულობის პორტფელის დაბალანსებული რისკებით ზრდა.
რაც შეეხება სხვა სასესხო პროდუქტებს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმართულება არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხებია. ამ მიმართულებით ზრდაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პროცესების გაციფრულებამ და გადაწყვეტილებების დაჩქარებამ — დღეს განაცხადების დაახლოებით 82%-ზე გადაწყვეტილება ერთ წუთში მიიღება.
ასევე გაიზარდა სესხების დამტკიცების მაჩვენებელი. მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ პროდუქტის დისტანციურად გააქტიურება, ფილიალში მისვლის გარეშე.
მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ ფასების პოლიტიკაც. მონაცემთა ანალიზის საფუძველზე მომხმარებლები დავყავით სხვადასხვა კატეგორიებად და დღეს კეთილსინდისიერ მომხმარებლებს უფრო კონკურენტულ საპროცენტო პირობებს ვთავაზობთ. ამ მიდგომამ მოგვიზიდა მაღალი ხარისხის მომხმარებლები და გააუმჯობესა პორტფელის ხარისხი.
ეს კი გვაძლევს შესაძლებლობას, ეტაპობრივად კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი შეთავაზებები. ამიტომ თუ მომხმარებელმა წელიწადნახევრის წინ სცადა ჩვენთან სესხის აღება და პირობები მისთვის არ იყო მისაღები, დღეს უკვე შესაძლებელია განსხვავებული პირობები დახვდეს.
რაც შეეხება ტოპ ქარდს, რომელიც ორი წლის გახდა. პროდუქტის პოპულარობა საკმაოდ მზარდია. რას უკავშირებთ ამას?
ტოპ ქარდი ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტია ჩვენს პორტფელში და ამას მომხმარებელთა ინტერესი ნათლად აჩვენებს — ბარათის გაუქმების მაჩვენებელი დაახლოებით 1%-ია, რაც ძალიან დაბალია.
მომხმარებლები ხშირად ინარჩუნებენ ბარათს ანგარიშსწორების შემდეგაც და ელოდებიან აქციებსა და ქეშბექის შეთავაზებებს. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ პარტნიორებთან, რათა მომხმარებლებს სხვადასხვა საინტერესო შეთავაზება შევთავაზოთ — იქნება ეს განვადება, ქეშბექი თუ სხვა აქციები.
ტოპ ქარდის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის წინასწარ დამტკიცებული საკრედიტო ლიმიტი — მომხმარებელს აღარ უწევს ადგილზე გარკვევა, ეკუთვნის თუ არა ლიმიტი,ან რა ვადაზე გადაუნაწილდება გადახდილი თანხა, რაც პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს.
2025 წელს ტოპ ქარდის პორტფელი 15%-ით გაიზარდა. მოთხოვნის ზრდამ გვიბიძგა, რომ ლიბერთის ფილიალების გარდა პარტნიორ ობიექტებშიც დაგვემატებინა განვადების მენეჯერები და დღეს უკვე 100-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს ამ მიმართულებით. შედეგად, განვადების პორტფელიც 29%-ით გაიზარდა.
და ბოლოს — რას უნდა ელოდონ მომხმარებლები ლიბერთის სასესხო პროდუქტების მიმართულებით უახლოეს პერიოდში?
ტოპ ქარდის მიმართულებით უკვე დაგეგმილი გვაქვს წლის განმავლობაში სხვადასხვა ქეშბექისა და სააქციო შეთავაზებების კამპანიები. მომხმარებლებს ექნებათ საინტერესო შესაძლებლობები როგორც ქეშბექის, ისე ვადაზე განაწილების პირობების მიმართულებით.
რაც შეეხება სხვა პროდუქტებს, ვაგრძელებთ მუშაობას სამომხმარებლო სესხების პირობების გაუმჯობესებაზე. ჩვენი მთავარი მიზანია პროცესების კიდევ უფრო დაჩქარება, ავტომატიზაციის გაძლიერება და დამტკიცების მაჩვენებლის ზრდა.
წელს ასევე ვგეგმავთ წინასწარ დამტკიცებული საკრედიტო ლიმიტების რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდას — დაახლოებით ექვსჯერ. შედეგად, მომხმარებელთა კიდევ უფრო დიდი ნაწილი შეძლებს სესხის დისტანციურად და სწრაფად მიღებას.
(R)