„ვისოლმა“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელის - „ვიგოს“ განვითარება დაიწყო

საქართველოს ნავთობბაზარზე ახალი ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ გამოჩნდა.

„ვიგო“ „ვისოლის“ ოჯახის წევრია და მაღალი ხარისხის საწვავს ბიუჯეტურ ფასად სთავაზობს მომხმარებლებს. „ვიგო“ დღეს უკვე 15-მდე ავტოგასამართი სადგურითაა წარმოდგენილი და 2026 წლის ბოლომდე ქსელს 50-ზე მეტი ობიექტით განავითარებს საქართველოს ყველა კუთხეში.

„ვიგო“ პატარა ფორმატის ავტოგასამართ სადგურებს ძირითადად ქვეყნის რეგიონებში განავითარებს და 4 სახეობის საწვავს (პრემიუმს, რეგულარს, ევრო დიზელს და დიზელ ენეჯის) შესთავაზებს როგორც საცალო, ისე კორპორაციულ მომხმარებლებს. „ვიგო“ საწვავის ეკონომიური ფასით, გამორჩეული, თანამედროვე ვიზუალური იდენტობით, მომსახურების მაღალი ხარისხით და დამფუძნებელი კომპანიის ნავთობბაზარზე წარმატებული საქმიანობის 26 წლიანი გამოცდილებით, ძლიერ კონკურენციას გაუწევს არაბრენდულ და სხვა რეგიონულ სადგურებს.

როგორც „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ ფეიქრების ქუჩაზე „ვიგოს“ ახალი ბენზინგასამართი სადგურის გახსნისას აღნიშნა, ბოლო პერიოდში საწვავზე ფასების მზარდი დინამიკიდან გამომდინარე, „ვისოლი“ მუდმივად ცდილობს მომხმარებლებს გადაადგილების ხარჯები შეუმციროს და „კეთილი მგზავრობა“ უზრუნველყოს.

„სწორედ ამისთვის შევქმენით „ვისოლის“ აპლიკაცია, რომელიც საწვავის თითოეულ ლიტრზე 15-25 თეთრი ფასდაკლების შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს. ამას გარდა, აქტიურად დავიწყეთ თვითმომსახურების ქსელის განვითარება და დღეს მეტად ხელმისაწვდომია საწვავის ფასი უკვე 12 ასეთ სადგურზე. „ვიგოს“ ქსელის განვითარებაც ამ სტრატეგიის ნაწილია. კაპიტალური დანახარჯების შემცირების ხარჯზე, ჩვენ შევძელით, რომ მაღალი ხარისხის საწვავი მნიშვნელოვნად ხელმისაწვდომი გაგვეხადა რეგიონების მოსახლეობისთვის.

ახლა კი მოხარული ვარ გაცნობოთ, ახალი ბიუჯეტური ბენზინგასამართი სადგურების ქსელის შექმნის თაობაზე, რომლის „ვიგოს“ ბრენდის ქვეშ განვითარდება. ერთ-ერთი გავხსენით ფეიქრების ქუჩაზე, სადაც სწორედ თვითმომსახურებაა ხელმისაწვდომი.” - აცხადებს ვასილ ხორავა.

როგორც „ვიგოს“ ერთ-ერთი მომხმარებელი აღნიშნავს, არჩევანი „ვიგოზე“ ბიუჯეტური ფასის გამო გააკეთა და ამასთან, დარწმუნებულია, რომ იმ ხარისხს მიიღებს, რასაც „ვისოლი“ სთავაზობს მომხმარებლებს.

„მიხარია, რომ „ვიგო“ გაიხსნა. საწვავზე გაზრდილი ფასების გამო ბიუჯეტური ქსელის არსებობა მნიშვნელოვან შეღავათს აძლევს მომხმარებლებს. რაც შეეხება ხარისხს, ვიცი რომ იმ ხარისხს მივიღებ, რაც მინდა, რადგან „ვისოლის“ შვილობილი კომპანიაა“,- აღნიშნავს „ვიგოს“ მომხმარებელი ლინდა ენდელაძე.

„ვიგოს“ ავტოგასამართი სადგურების ფორმატი შექმნილია სწრაფი, ინტუიციური და კომფორტული მომსახურებისთვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყოველდღიური გადაადგილებისას. „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგურები გამოირჩევა თანამედროვე, მინიმალისტური დიზაინით. ნათელი ფერები და ბრენდის მკაფიო იდენტობა სადგურს ადვილად შესამჩნევს ხდის გზაზე. მაღალი კონსტრუქცია და საწვავის მიწოდების სვეტების მოსახერხებელი განლაგება უსაფრთხოს და კომფორტულს ხდის როგორც მსუბუქი, ისე დიდი გაბარიტის მქონე სატვირთო ავტომობილების გადაადგილებას.

(R)

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება