მომხმარებლებს ავტომობილის შერჩევისას ხშირად უწევთ არჩევანის გაკეთება ენერგოეფექტურობასა და ინოვაციურ ტექნოლოგიებს შორის. თუმცა ახალი Hyundai Elantra Hybrid ამ ორის საუკეთესო სინთეზია. ავტომობილის შერეული წვა 100 კმ-ზე 4.4 ლიტრია.
წარმადობა და ეფექტურობა
ელანტრას ტექნიკური აღჭურვილობა ცენტრში 1.580 სმ³ მოცულობის ბენზინის აგრეგატია, რომელიც ავტონომიურ რეჟიმში 105 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. თუმცა, ელექტრო სისტემასთან ინტეგრაციის შედეგად, ახალი ავტომობილის ჯამური სიმძლავრე 142 ცხენის ძალამდე იზრდება. ეს კომბინაცია უზრუნველყოფს სიმძლავრისა და ეკოლოგიურობის საუკეთესო თანაფარდობას, რაც მძღოლს საშუალებას აძლევს, დაზოგოს რესურსები დინამიკის დაკარგვის გარეშე.
ელანტრა ჰიბრიდის შეძენა უკვე “ჰიუნდაი ავტო საქართველოს” შოურუმში 22 500 $-დან არის შესაძლებელი, ხოლო შიდა წვის ძრავით - $18 900-დან.
ავტომობილზე მოქმედებს 5 წელი ქარხნული გარანტია ულიმიტო გარბენით, ჰიბრიდულ ძრავზე გარანტია კი 7 წელი ან 150 000 კმ-ია.

ექსტერიერი: ფუტურისტული დიზაინი და აეროდინამიკა
Elantra-ს დიზაინი Hyundai-ს თანამედროვე დიზაინერული ფილოსოფიის მკაფიო გამოხატულებაა. წინა ნაწილში ყურადღებას იქცევს ალმასის სტილის რადიატორის ცხაური და ბასრი LED მაშუქები, რაც მოდელს სპორტულ და აგრესიულ ხასიათს სძენს.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ავტომობილის პროფილი, სადაც სამი მკვეთრი ხაზის გადაკვეთა ქმნის უნიკალურ ვიზუალურ ეფექტს - შუქ-ჩრდილების თამაში ავტომობილს მუდმივ მოძრაობაში მყოფის იერს ანიჭებს. კონცეფცია უკანა ნაწილში სრულდება, სადაც ერთმანეთთან დაკავშირებული LED ფარები ბრენდისთვის დამახასიათებელ H-სილუეტს ქმნიან.

ინტერიერი - კომფორტი და ერგონომიკა
ინტერიერი სრულად მძღოლზეა მორგებული და მოიცავს:
- 10.25-დიუმიან სენსორულ მონიტორს
- 8-დიუმიან ციფრულ ეკრანს
- Android Auto-სა და Apple Carplay-ს
- ორზონიან კლიმატ-კონტროლს
უსაფრთხოება - SmartSense ტექნოლოგიები
უსაფრთხოება Hyundai-სთვის პრიორიტეტული მიმართულებაა, რასაც ინოვაციური SmartSense ტექნოლოგია ადასტურებს. ადაპტირებადი კრუიზ-კონტროლი და ზოლში მოძრაობის დამხმარე მექანიზმები საგრძნობლად ამცირებს მძღოლის დაღლილობას შორ მანძილზე მგზავრობისას.
ავტომობილის შეძენისას შესაძლებელია TRADE-IN-ით სარგებლობაც:
დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებ ან ფეისბუქ გვერდებს: www.hyundai.ge https://www.facebook.com/hyundai.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: *7799.
(R)