დიმიტრი პესკოვი - კიევისთვის სიტუაცია დღითიდღე უარესდება და კიდევ უფრო გაუარესდება - ზელენსკიმ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მოლაპარაკებები წარმატებული იყოს

კიევში რიტორიკა ისტერიის ზღვარზეა და სიტუაცია კვლავ გაუარესდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„მათთვის [კიევისთვის] სიტუაცია დღითიდღე უარესდება. სწორედ ამიტომ არის ასეთი ნერვიულობა, სწორედ ამიტომ არის ისტერიის ზღვარზე მყოფი ნერვიულობა. ვფიქრობ, სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, კიევმა იცის, რა გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმატების უზრუნველსაყოფად.

„მოლაპარაკებებში დიდი ხანია დადგა ის მომენტი, როგორც პუტინმა განაცხადა, როდესაც კიევში ვიღაცამ უბრალოდ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. იდეაში, ეს უნდა იყოს ზელენსკი. და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ მოლაპარაკებები წარმატებული იყოს. მათ შესანიშნავად იციან, რა უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა პესკოვმა.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება