6-7-8 მარტს „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება - მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“

მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა „ბაზარი ორბელიანზე“ ბრუნდება. ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, „საქართველოს ბანკთან“ და ბაზარი ორბელიანთან პარტნიორობით ხორციელდება.

პირველი გამოფენა-გაყიდვა 6–7–8 მარტს გაიმართება და სწორედ ამ ღონისძიებით იწყება ერთწლიანი პროექტი. შემდგომში, მთელი წლის განმავლობაში, ყოველ თვე, სამი დღის განმავლობაში (პარასკევი–შაბათი–კვირა), „ბაზარი ორბელიანი“ მეწარმე ქალებს საკუთარ სივრცეს დაუთმობს, რათა სტუმრებს მრავალფეროვანი და უნიკალური პროდუქცია წარუდგინონ.

თუ გსურთ აღმოაჩინოთ ადგილობრივი ბრენდები, შეიძინოთ განსხვავებული და ხარისხიანი პროდუქცია და ამავდროულად მხარი დაუჭიროთ მეწარმე ქალებს - „ბაზარი ორბელიანი“ გელოდებათ. აქ შეძლებთ აღმოაჩინოთ ქართველი მეწარმე ქალების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები, აქსესუარები, კოსმეტიკა, ტკბილეული და კიდევ ბევრი საინტერესო პროდუქტი.

ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

(R)

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება