კახა კალაძე - ოპტიმიზმს ვინარჩუნებთ და ველოდებით ახლიდან დაიწყოს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის

ოპტიმიზმს ვინარჩუნებთ და ველოდებით ახლიდან დაიწყოს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.

კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან.

„ჩვენ ოპტიმიზმს ვინარჩუნებთ, არაერთი განცხადება იყო გაკეთებული ჩვენი მხრიდან, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან. კატეგორიულად მიუღებელი იყო ის არასამართლიანი დამოკიდებულება, რაც ბაიდენის ადმინისტრაციას ჰქონდა. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ველოდებით, რომ ურთიერთობები გადაიხედოს, თუნდაც პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა რუბიოსთან ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა, თუნდაც საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი. ოპტიმიზმს ვინარჩუნებთ და ველოდებით ახლიდან დაიწყოს ურთიერთობები“,-აღნიშნავს კალაძე.

კითხვაზე, როგორ უნდა გააუმჯობესონ ამერიკასთან ურთიერთობები როდესაც მთელი ეს პერიოდი აშშ ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რა უნდა გააკეთოს და რა ნაბიჯები უნდა გადადგას, კალაძე პასუხობს: „ჩვენ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ?“.

დამაზუსტებელ კითხვაზე, „აშშ გეუბნებათ, რომ არ უნდა გვყავდეს პოლიტიკური პატიმრები და უნდა დაუბრუნდეთ დასავლურ კურსს", კალაძე განმარტავს, რომ პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს.

„დამისახელეთ, ვინ არის პოლიტიკური პატიმარი. ვინ აკეთებს ამ განცხადებას. რა თქმა უნდა. პოლიტიკური პატიმარი არ გვყავს. ჩიხში შეხვედით. მითხარით, ადამიანი, უწყება ვინ გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან განცხადება? ჩიხში შედიხართ...არ გაქვთ არგუმენტი, პასუხი. როდესაც კითხვა გაქვს, მომზადებული უნდა იყო. გამოგონილი თემებით ცდილობთ ილუზიები შეუქმნათ მხარდამჭერებს. ვინ გვყავს პოლიტიკური პატიმარი და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ვინ გააკეთა განცხადება ამ ყველაფერზე?! ნუ მოხვალთ მეორედ ასეთი მოუმზადებელი. დღეს ორიანს გიწერთ“,- აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, მტერს არ ესიამოვნება, რომ საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს.

„რა თქმა უნდა, მტერს არ ესიამოვნება რომ საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს, დალაგდეს ყველაფერი. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ხელი შეუშალონ ამ პროცესებს. როგორ შეიძლება ვისმენდეთ იმ ტიპის განცხადებებს, რაც 2 დღეა გვესმის. თუ შენი ქვეყანა და ხალხი გიყვარს, ამ რთულ დროს ტყუილზე დაფუძნებულ განცხადებებს არ უნდა აკეთებდე“,- აღნიშნა კალაძემ.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება