ისრაელის თავდაცვის ძალები - ისრაელმა, კონფლიქტში „ჰეზბოლას” ჩართვის შემდეგ, ლიბანში 500-ზე მეტი სამიზნე დაბომბა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა, კონფლიქტში „ჰეზბოლას” ჩართვის შემდეგ, ლიბანში 500-ზე მეტი სამიზნე დაბომბა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამიზნეებს შორის იყვნენ ჰეზბოლას მაღალი რანგის მეთაურები, მისი ელიტური რადვანის ძალების წევრები, რაკეტების გამშვები პუნქტები, სამეთაურო ცენტრები, იარაღის საწყობები, ასევე სხვა ტერორისტული დაჯგუფებების წევრები და მათი ინფრასტრუქტურა.

თავდაცვის ძალების ცნობით, სამხრეთ ლიბანში ევაკუირებულია დაახლოებით 420 000 ლიბანელი მშვიდობიანი მოქალაქე მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ყველას მოუწოდა, საცხოვრებელი ადგილები დაეტოვებინათ და მდინარე ლიტანის ჩრდილოეთით გადასულიყვნენ. ამასთან, ათიათასობით ადამიანია ევაკუირებული ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებიდან.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება