ირაკლი კობახიძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტ მასატო კანდას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტ მასატო კანდას შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოს მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას შეეხო.

„ხაზი გაესვა აზიის განვითარების ბანკის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკის სექტორში.

განიხილეს საქართველოში აზიის განვითარების ბანკის საინვესტიციო პორტფელი. აღინიშნა, რომ ADB-ის ინვესტიცია, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში 5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს და უზრუნველყოფს პროგრამების დაფინანსებას, რომლებიც მიზნად ისახავს ტურიზმის ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების, სატრანსპორტო კავშირის, ენერგეტიკის, რეგიონული და მუნიციპალური სექტორის განვითარებას.

აღინიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკის ახალი ოფისის გახსნა თბილისში საქართველოსა და ADB-ს შორის არსებული გრძელვადიანი პარტნიორობის კიდევ ერთი ნათელი დასტურია“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება