ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, დეტექტივ რომიკო გოგიაშვილის ჩვენების მიხედვით, კონფიდენტმა ინფორმაცია მიაწოდა, რომლის მიხედვით ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს ლევან ჯანგველაძესთან ხშირი კვეთა, ბოლო პერიოდში კი დაპირისპირება ჰქონდათ

დეტექტივ რომიკო გოგიაშვილის ჩვენების მიხედვით, მას კონფიდენტმა ინფორმაცია მიაწოდა, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს ლევან ჯანგველაძესთან ხშირი კვეთა, ბოლო პერიოდში კი დაპირისპირება ჰქონდათ.

რომიკო გოგიაშვილი ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულების, ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის საქმეზე ჩვენებას აძლევს.

გოგიაშვილის ჩვენების მიხედვით, მას წყარო 2025 წლის 4 აგვისტოს დაუკავშირდა და ინფორმაცია მიაწოდა.

„[წყარომ უთხრა] ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს ხშირი კვეთა ჰქონდათ ლევან ჯანგველაძესთან და ბოლო პერიოდში დაპირისპირება. ეს ალკოჰოლის და სიგარეტის ექსპორტს უკავშირდებოდა.

დაპირისპირება ასევე უკავშირდებოდა მოსკოვში ქართველების გავლენებს... მიქაძეებს რიდი ჰქონდათ ჯანგველაძის და მისი ძმის გავლენების... დედ ჰასანის შვილიშვილი, ირაკლი უსოიანი დაუკავშირდა ნათელმირონ დავით და გიორგი მიქაძეებს და 5 მლ დოლარის სანაცვლოდ შეუკვეთა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა. უსოიანებს სჯეროდათ, რომ ასლან უსოიანის მკვლელობის საქმეში ჯანგველაძეების ხელი ერია, თან უსოიანმა იცოდა ფარცხალაძე-მიქაძეებისა და ჯანგველაძის დაპირისპირება ბიზნესთან დაკავშირებით.

მკვლელობის შესასრულებლად გიორგი ჯოხაძის დაცვის წევრი, გელა უძილაური შეარჩიეს. ის საბერძნეთში გაუშვეს, რათა ჯანგველაძის მკვლელობაზე ეჭვი იქ მყოფ ქურდებზე ჰქონოდათ",- განაცხადა გოგიაშვილმა.

დაცვის მხარის კითხვაზე რომ, პოლიციელის კონფიდენტის ტერმინოლოგია და ინფორმაცია ძალიან ჰგავს კონსტანტინე მორგოშიას მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, შესაბამისად, ხომ არ აქვს პოლიციელის წყაროს მორგოშიასთან კავშირი, გოგიაშვილმა უპასუხა, რომ „წყაროს ირგვლივ ვერაფერს მოახსენებს, გარდა იმისა, რაც ისაუბრა".

ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.

გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოთარ რომანოვ- ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება