ალან გაგლოევმა და ბადრა გუნბამ აფხაზეთში დრონების დაფიქსირების საკითხი განიხილეს

ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის ე.წ. ლიდერებმა, ალან გაგლოევმა და ბადრა გუნბამ სატელეფონო საუბრის დროს აფხაზეთის საჰაერო სივრცის დრონებით დარღვევის საკითხი განიხილეს.

გაგლოევის პრესსამსახურის ინფორმაციით, ის დაუკავშირდა თავის „აფხაზ კოლეგას“, რათა პირადად გაეგო სიტუაცია.

„მან მხარდაჭერა გამოუცხადა აფხაზეთის ხელმძღვანელობას და აფხაზ ხალხს ინციდენტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარს უჭერს მოძმე რესპუბლიკას და მის ხალხს“, - აცხადებენ გაგლოევის პრესსამსახურში.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საჰაერო ძალების მეთაურმა, ადგურ გუნბამ გუშინ განაცხადა, რომ 30 დრონი დააფიქსირეს. „გუშინ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების უპრეცედენტო შემთხვევას ჰქონდა ადგილი. დრონების ჩამოვარდნა ბევრ დასახლებულ პუნქტში დაფიქსირდა. აფხაზეთისა და რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ერთობლივი სამუშაოები მიმდინარეობს“, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საჰაერო ძალების მეთაურმა, ადგურ გუნბამ. მისი თქმით, დრონების „99% განადგურდა, ხოლო ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევები 11 დასახლებულ პუნქტში იპოვეს“

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება