ჰენა ვირკუნენი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე - ეს არის პასუხი მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ძალადობრივ რეპრესიებზე

დღევანდელი გადაწყვეტილება წარმოადგენს პასუხს მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ძალადობრივ რეპრესიებზე, - ასე ეხმაურება ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ტექნოლოგიური სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებში ჰენა ვირკუნენი ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.

მისი განცხადებით, საქართველოში რეპრესიები მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს 2028 წლამდე არ გახსნის.

„ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირსა და მსოფლიოში პარტნიორ ქვეყნებს შორის მობილობის ხელშეწყობის გასაღებია. ისინი, ვინც არ იცავენ ფუნდამენტურ უფლებებს, არ უნდა სარგებლობდნენ ამ თავისუფლებით. ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს“, - აცხადებს ჰენა ვირკუნენი.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება