ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ბუნკერი გაანადგურა

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ბუნკერი გაანადგურა, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ბუნკერი ცენტრალურ თეირანში ირანის „ხელმძღვანელობის კომპლექსის“ ქვეშ მდებარეობდა.

მათი განცხადებით, ისრაელის 50-მდე ავიაგამანადგურებელმა დაახლოებით 100 ბომბი ჩამოაგდო.

ასევე, ისრაელის თავდაცვის ძალებში აღნიშნეს, რომ ხამენეის ლიკვიდაციის შემდეგ „ბუნკერს ირანის რეჟიმის სხვა მაღალი თანამდებობის პირები იყენებდნენ“.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება