სტივ უიტკოფი - უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებები გრძელდება

უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებები გრძელდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი სოციალურ ქსელში წერს.

სტივ უიტკოფი მიმდინარე კვირაში რუსეთ-უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების გაცვლას გამოეხმაურა.

„ამ კვირაში უკრაინამ და რუსეთმა ჟენევაში სამმხრივი მოლაპარაკებების დროს მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე კიდევ ერთხელ განახორციელეს პატიმრების გაცვლა. ეს გაცვლა პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით მიმდინარე ხანგრძლივი და დეტალური სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგად მოხდა. პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევას ვაგრძელებთ და ვმუშაობთ სამშვიდობო შეთანხმების შემუშავების მიზნით, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ ამ ომს დაასრულებს. მოლაპარაკებები გრძელდება და მომდევნო კვირებში დამატებითი პროგრესია მოსალოდნელი“, - წერს უიტკოფი X-ზე.

ცნობისთვის, უკრაინამ და რუსეთმა ბოლო ორი დღის განმავლობაში 500-500 სამხედრო ტყვე გაცვალეს.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება