მარგუს ცაჰკნა ევროკომისიის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე  - დემოკრატიული სტანდარტებისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევას შედეგები მოჰყვება

დემოკრატიული სტანდარტებისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევას შედეგები მოჰყვება, - ასე ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა ევროკომისიის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.

„ევროკომისიამ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა 12 თვით შეაჩერა, ეს ევროკავშირის ვიზების შეჩერების მექანიზმის გამოყენების პირველი შემთხვევაა“, - წერს მარგუს ცაჰკნა X-ზე.

ცნობისთვის, ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილება ძალაში დღეს შევიდა და 12 თვის განმავლობაში, 2027 წლის 6 მარტამდე იმოქმედებს.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება