პეტერ ფიშერი - სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქმე აქამდე მიიყვანა

სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქმე აქამდე მიიყვანა, - ასე ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ევროკომისიის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.

„დარღვევებს შედეგები მოჰყვება. ჩვენ გვსურს, რომ ჩვეულებრივი პასპორტების მქონე ქართველებმა უვიზო მიმოსვლით სარგებლობა გააგრძელონ. თქვენ მეგობრები ხართ და ევროკავშირში თქვენი მიღება ყოველთვის სასიხარულოა. შეგიძლიათ, რომ ევროკავშირის წევრებიც კი გახდეთ. ეს თქვენს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. ახლა თქვენ ევროკავშირს შორდებით“, - წერს პეტერ ფიშერი X-ზე.

ცნობისთვის, ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილება ძალაში დღეს შევიდა და 12 თვის განმავლობაში, 2027 წლის 6 მარტამდე იმოქმედებს.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება