დონალდ ტრამპი - ირანში ისეთი ლიდერი უნდა იყოს, რომელიც სამართლიანი იქნება

ირანში ისეთი ლიდერი უნდა იყოს, რომელიც სამართლიანი იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, აუცილებელია, თუ არა, რომ ირანი დემოკრატიული სახელმწიფო გახდეს, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „არა“.

„მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ იქ ისეთი ლიდერი უნდა იყოს, რომელიც სამართლიანი იქნება და კარგად იმუშავებს. კარგად მოეპყრობა აშშ-სა და ისრაელს, ასევე ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებს“, - განაცხადა ტრამპმა.

ასევე, მისი თქმით, შესაძლოა, ირანში რელიგიურ ლიდერსაც დათანხმდეს.

„ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ იქნება ეს პირი. მე რელიგიურ ლიდერებთან პრობლემა არ მაქვს. ბევრ რელიგიურ ლიდერთან მაქვს საქმე და ისინი შესანიშნავი ადამიანები არიან“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება