რუსები დონეცკის ოლქში შეტევას გაზაფხულისთვის გეგმავენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს დონეცკის ოლქს ეწვია და სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა.
უკრაინის პრეზიდენტმა დონეცკის მიმართულების დაცვისთვის სამხედროებს მადლობა გადაუხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პოზიციები კვლავ ძლიერი დარჩეს. მნიშვნელოვანია, რომ ბრიგადები სათანადოდ იყვნენ მომარაგებული. ბიჭები მყარად დგანან. სწორედ ასე გააგრძელებს, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დიპლომატია და ჩვენი ხალხი“, - განაცხადა ზელენსკიმ.